WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE • WWW.FUTUREPOST.GE • მომავლის პოსტი • @FUTUREPOSTGE •

რა აღმოაჩინა ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა? • LIVE UPDATE



გარდა ულამაზესი კადრების მოპოვებისა, რა აღმოაჩინა ყველაზე მძლავრმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ?

1 წელი გავიდა, რაც, კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსში ყველაზე მძლავრი და ღირებული ტელესკოპი გაეშვა.
ამჟამად იგი მარადიულ სახლში, ლაგრანჟის წერტილ 2-ში(L2) იმყოფება და იკვლევს სამყაროს.

საინტერესოა, რისი აღმოჩენა შეძლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნაზავმა ერთი წლის განმავლობაში.


 ინფორმაციის დამატება შეწყდა 2023 წლის 21 იანვარს 








 WEBB სწავლობს პლანეტის ფორმირების დისკს 
January 21, 2023


 

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (NIRCam) ახლო ინფრაწითელმა კამერამ შეისწავლა პლანეტის წარმომქმნელი დისკი წითელი ჯუჯის გარშემო, რომელიც ცნობილია როგორც AU Microscopii ან AU Mic. 
ასტრონომების აზრით, ეს კვლევა გავლენას მოახდენს მომავალი პლანეტებისადმი კეთილგანწყობილი ზონების შესწავლაზე.




 ჯეიმს ვები შეფერხებისგან თავის დაღწევას ცდილობს 
December 22, 2022

ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ თვეში რამდენიმე დღის სამეცნიერო სამუშაო გამოტოვა, განაცხადა NASA-მ.

ობსერვატორიის გაუმართაობა 7 დეკემბერს დაიწო, როდესაც პროგრამულმა შეფერხებამ კოსმოსური ხომალდის პოზიციის კონტროლის სისტემაში, რომელიც ხომალდის სწორ ორიენტაციას ინარჩუნებს, მთელი ობსერვატორია უსაფრთხო რეჟიმში გადაიყვანა.
ობსერვატორია აღნიშნულ რეჟიმში 7 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე იმყოფებოდა.
ამ პრობლემიდან თავის დაღწევის განმავლობაში, ობსერვატორიას რამდენიმე დღიანი სამუშაოს გამოტოვება მოუხდა.




 ჯეიმს ვებმა უცხო პლანეტის ატმოსფეროს ხედი გაგვიზიარა 
December 01, 2022

An artist's depiction of the exoplanet WASP-39b. (Image credit: NASA, ESA, CSA, Joseph Olmsted (STScI))

კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ უფრო მეტი დეტალი მოიპოვა ეგზოპლანეტა WASP-39b-ის შესახებ. 
მანამდე, აგვისტოში, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ვებმა ნახშირორჟანგი აღმოაჩინა.
პლანეტის ატმოსფეროზე დაფუძნებული ნოემბრის კვლევაში აღმოჩენილი ახალი დეტალები ასტრონომებს უფრო მეტს ეუბნება ამ პლანეტის წარმოქმნის ისტორიის შესახებ.



ვებმა ვარსკვლავის დაბადების პროცესი გადაიღო 
November 16, 2022


16 ნოემბერს "ნასამ" ვების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დიდებული კადრი გამოაქვეყნა.
ფოტოზე ვხედავთ ვარსკვლავს, რომელიც იბადება.
» ,,ამ "ქვიშის საათის" შუაგულში დამალულია ახალი ვარსკვლავის - პროტოვარსკვლავის - დასაბამი.
ამ რეგიონში მტვრისა და გაზის ღრუბლები მხოლოდ ინფრაწითელ შუქზე აღიქმება, რაზეც ვები სპეციალიზდება," - ნათქვამია "ნასას" ტვიტში.
ვარსკვლავის დაბადების ეს ბრწყინვალე კადრი, ძლევამოსილი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ძალაუფლების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.



 ვების სუპერ ცივი კამერა უბრუნდება მუშაობის ნორმალურ მდგომარეობას
November 11, 2022

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სტანდარტული სამეცნიერო ოპერაციების შესრულებას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის (2022) აგვისტოში დაკვირვების 17 რეჟიმიდან ერთ-ერთი დაკარგა.



 ტელესკოპმა ჰელოუინის წინა დღეს "შემოქმედების სვეტების" კიდევ ერთი "ჰორორ" კადრი გადაიღო 
October 28, 2022
The "Pillars of Creation" in the Eagle Nebula, imaged by the James Webb Space Telescope's mid-infrared camera instrument (MIRI). (Image credit: NASA, ESA, CSA, STScI, J. DePasquale (STScI), A. Pagan (STScI))



 ჯეიმს ვების ტელესკოპის კიდევ ერთი სურათი: "შემოქმედების სვეტები" 
October 19, 2022

ფოტოს გადმოსაწერად, პირველ რიგში, გახსენით იგი, რათა მიიღოთ უმაღლესი ხარისხი.


NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა უაღრესად დეტალური პეიზაჟი - "შემოქმედების" საკულტო სვეტები - სადაც ახალი ვარსკვლავები წარმოიქმნება გაზისა და მტვრის მკვრივ ღრუბლებში.
3D სვეტები ჰგავს დიდებულ კლდოვან წარმონაქმნებს.
ეს სვეტები შედგება ცივი ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისგან, რომლებიც ზოგჯერ გამჭვირვალედ ჩანს ახლო ინფრაწითელ შუქზე.






 უცნაური რგოლები 
October 13, 2022

The James Webb Space Telescope captured the star WR 140 surrounded by strange concentric shells. (Image credit: NASA/ESA /CSA /Ryan Lau /JWST ERS Team /Judy Schmidt)


ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სექტემბერში გიგანტური, შორეული ვარსკვლავის გარშემო დააფიქსირა კონცენტრული კუთხოვანი რგოლების ნაკრები.
ახალი კვლევების მიხედვით, კადრი აჩვენებს პირველ ხილულ მტკიცებულებას, რომ ვარსკვლავური შუქი უბიძგებს მტვერს ირგვლივ და გვიჩვენებს ვარსკვლავ WR140-ის უცნაურ გარემოს, რომელიც სინამდვილეში ორი ვარსკვლავის სისტემაა, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავს.





 ვებისა და ჰაბლის გუნდი მტვრის გამოკვლევისთვის გაერთიანდა 
October 07, 2022



A pair of galaxies in an image combined from observations by the James Webb and Hubble Space Telescopes. (Image credit: NASA, ESA, CSA, Rogier Windhorst (ASU), William Keel (University of Alabama), Stuart Wyithe (University of Melbourne), JWST PEARLS Team)


გასაოცარ სურათზე ასახული ასტრონომების მიერ დაფიქსირებული ორი გალაქტიკა (კოლექტიური სახელწოდებით VV 191), რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.

მოცემული ფოტო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ მიღებული ინფრაწითელი გაზომვებითა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ხილული და ულტრაიისფერი სინათლის სურათების კომბინაციაა.




 DART პროგრამის კადრები, რომლებიც ვებმა მოიპოვა 
September 28, 2022



An artist's impression of the DART probe smashing into the asteroid Dimorphos. (Image credit: ESA–ScienceOffice.org)


NASA-ს ასტეროიდის ორმაგი გადამისამართების ტესტის (DART) მისია ორშაბათს (26 სექტემბერს) შედგა.
ასტეროიდის მთვარეს, პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიის შესამოწმებლად, ხომალდი შეეჯახა, რომელმაც ასტეროიდი კურსიდან გადააგდო.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამ მოვლენაზე დამკვირვებელ ობსერვატორიებს შორის იყო და მის მიერ მოპოვებული კადრები უახლოეს კვირებში გასაჯაროვდება.



 ვების ულტრაცივ კამერას ხარვეზები აქვს 
September 22, 2022


An illustration of NASA's James Webb Space Telescope fully unfolded in space. (Image credit: NASA/Adriana Manrique Gutierrez)



ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) ღეროს პრობლემა შეექმნა, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთ დაკვირვებაზე.




 შესაძლოა, ასტრონომები ცდებიან ეგზოპლანეტების აზომვაში ვების ტელესსკოპით 
September 16, 2022

The James Webb Space Telescope's ambitious mission includes examining distant exoplanets. (Image credit: ESA/Hubble, N. Bartmann)


ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ასტრონომები შესაძლოა არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ეგზოპლანეტების ატმოსფეროების გაზომვებში.




 ვებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინა და აკვირდება ნისლეულს 
September 09, 2022

კოსმოსის ობსერვატორიამ დააფიქსირა ეგზოპლანეტა სილიკატებით მდიდარი ღრუბლების მტკიცებულებით; ყავისფერი ჯუჯა თითქმის 20-ჯერ აღემატება იუპიტერს. მას VHS 1256 b ჰქვია და ორ პატარა წითელ ჯუჯას ირგვლივ ბრუნავსს.
დედამიწიდან 72 სინათლის წლის მანძილზე (6.812e+14კმ.)




 იუპიტერის ციალი ვების ვიზირში 
August 25, 2022



A composite image of Jupiter taken by Webb's NIRCam; the orange glow around the poles is the aurora. (Image credit: NASA, ESA, CSA, Jupiter ERS Team; image processing by Judy Schmidt.)


მოცემული ფოტო მეცნიერმა ჯუდი შმიდტმა შექმნა Webb-ის მონაცემებზე დაყრდნობით.




 ვები კვლავ არღვევს რეკორდებს 
August 05, 2022


ეს კომპოზიცია გადაღებულია ვების MIRI and NIRCam-ის მეშვეობით.
Instruments reveals the odd Cartwheel galaxy in an unprecedented detail. (Image credit: NASA, ESA, CSA, STScI)


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პირველი სამეცნიერო სურათების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკები.ვების ამ ფოტოზე ასახულია Cartwheel გალაქტიკა.





 სამეცნიერო შერკინება პირდაპირი მნიშვნელობით 
July 28, 2022


კაშკაშა მტვერი ჩანს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული NGC 628-ის (მოჩვენებების გალაქტიკის) სურათზე. (კრედიტი: NASA/ESA/CSA/Judy Schmidt)


რამდენიმე კვირის შემდეგ, ამ კადრით ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ატყვევებს მეცნიერებსა და კოსმოსის მოყვარულებს.




 რეკორდები იწყებენ რღვევას! 
July 21, 2022


GLASS-z13, a candidate for the most distant known galaxy, as seen by the James Webb Space Telescope. (Image credit: Naidu et al. 2022. Image: Pascal Oesch (University of Geneva & Cosmic Dawn Center, Niels Bohr Institute, University of Copenhagen). Raw data: T. Treu (UCLA) and GLASS-JWST. NASA/CSA/ESA/STScI)


მეცნიერები უკვე აკეთებენ რეკორდულ აღმოჩენებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები დახმარებით. მაგალითად, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ორი გალაქტიკა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე შორეული, რაც კი ოდესმე გვინახავს.
თუ ვარაუდი დადასტურდება, ჩვენ დავინახავთ გალაქტიკებს, თუ როგორები იყვნენ ისინი სამყაროს შექმნიდან 300-400 მილიონი წლის შემდეგ.




 სალამი იუპიტერს! 
July 15, 2022


Jupiter and its moon Europa, left, are seen through the James Webb Space Telescope’s NIRCam instrument 2.12 micron filter. (Image credit: NASA, ESA, CSA, and B. Holler and J. Stansberry (STScI))


ხუთშაბათს (14 ივლისს) NASA-მ გამოაქვეყნა მზის სისტემის სამიზნეების პირველი სურათები, რომლებიც გადაღებულია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით.
სურათებზე ნაჩვენებია იუპიტერი, ასევე მისი ზოგიერთი მთვარე და რგოლები.


„არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე ნათლად დავინახეთ და როგორი კაშკაშა იყო ისინი“, - თქვა სტეფანი მილამმა, პლანეტარული მეცნიერებისა და ვების პროექტის მეცნიერის მოადგილემ.



 ვების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ფოტო 
July 12, 2022



A composite image of the Cosmic Cliffs in the Carina Nebula, created with the Webb telescope's NIRCam and MIRI instruments. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)


როგორც იქნა, NASA-მ გაასაჯაროვა "კარინას ნისლეულის" სრულიად ახალი სურათი, გაზისა და მტვრის შორეული, მასიური ღრუბელი, რომელშიც ვარსკვლავები იბადებიან და ამავდროულად კვდებიან.


 სტეფანის კვინტეტი 
July 12, 2022


Stephan's Quintet, here seen by the MIRI instrument of JWST. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)


სტეფანის კვინტეტის განსაცვიფრებელი ხედები.ხუთი გალაქტიკის ჯგუფი.




 NGC 3132 

July 12, 2022

The image is split down the middle, showing two views of the Southern Ring Nebula. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)




„როდესაც ჩვენ ვნახეთ პირველი ფერადი სურათები, ვიცოდით, რომ გამარჯვებული გვყავდა“, - თქვა კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის ასტრონომმა კარლ გორდონმა.
ეს არის ის, სადაც JWST-ის ნიჭი გამოვლინდა სამხრეთის ნისლეულის გადაღებისას."



 შევიხედოთ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში 
July 12, 2022




The atmosphere of WASP-96 b analyzed by the James Webb Space Telescope. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)


დღევანდელი გამოცემის 1-ლი სურათი გვიჩვენებს ცხელი ეგზოპლანეტის, WASP-96 b-ის ატმოსფეროს.




 პრეზიდენტი ბაიდენი ვების პირველ სამეცნიერო ხარისხის ფოტოს წარადგენს 
July 12, 2022



This photo by NASA's James Webb Space Telescope, which the agency unveiled on July 11, 2022, shows the galaxy cluster SMACS 0723 as it appeared 4.6 billion years ago. It’s the first science-quality image that the mission has revealed. (Image credit: NASA, ESA, CSA, and STScI)


დღეს (11 ივლისს) აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს პირველი სამეცნიერო ხარისხის სურათი, რომელიც გადაღებულია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდი დოლარია.
გამოსახულება გვიჩვენებს სამყაროს გასაოცრად მკაფიო ულტრა ღრმა გამოსახულებას, რომელიც აღბეჭდავს გალაქტიკების გროვას სახელად SMACS 0723.





 კიდევ ერთი ამაღელვებელი წინასწარი კადრი 
July 07, 2022


This engineering image captured by the Fine Guidance Sensor reveals the deepest view of the universe in infrared light to date. (Image credit: NASA, CSA, and FGS team)



ეს არის კიდევ ერთი თიზერი იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ სამშაბათს (12 ივლისს), როდესაც NASA გამოაქვეყნებს პირველ სამეცნიერო ხარისხის სურათებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიდან.
ოთხშაბათს (7 ივლისს), NASA-მ გამოაქვეყნა საინჟინრო სურათი, რომელიც გადაღებულია ობსერვატორიის Fine Guidance სენსორის მიერ - არა სამეცნიერო ინსტრუმენტი, არამედ საინჟინრო ინსტრუმენტი, რომელიც ტელესკოპს სწორი მიმართულებას უნარჩუნებს. 
თუმცა, ეს სურათი ამჟამად სამყაროს ყველაზე ღრმა ხედია და ობსერვატორიის კარგ შედეგებს გვპირდება.



 ვების პირველი ინსტრუმენტი მზადაა 
June 27, 2022

The James Webb Space Telescope is protected from the sun's and Earth's heat by a giant shield. (Image credit: Kevin Gill)



ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოთხი ინსტრუმენტიდან ერთი გამოსაყენებლად მზადაა.
ახლო ინფრაწითელი უწყვეტი სპექტროგრაფიის ინსტრუმენტი, ან NIRISS-ი, შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მეცნიერებს ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესწავლაში. ასრულებს სხვა სამეცნიერო ამოცანებსაც.



 ვებს პირველი მიკროასტეროიდები ეჯახება 
June 09, 2022


An artist's depiction of the James Webb Space Telescope at work. (Image credit: Northrop Grumman)


NASA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა განიცადა რამდენიმე მიკრომეტეოროიდული ზემოქმედება - პირველად. ობსერვატორიამ ოთხი მცირე დარტყმა მიიღო.
ერთ-ერთი უფრო დიდი დარტყმა იყო, რომელიც 18 ძირითადი სარკის სეგმენტიდან ერთ-ერთს მოხვდა.
თუმცა, სააგენტომ განაცხადა, რომ არ ელოდება მნიშვნელოვან ცვლილებებს მისიის პირველი სამეცნიერო ხარისხის სურათების გამოვლენის დროში ან ობსერვატორიის საერთო სამეცნიერო მოღვაწეობაში.




 ვებმა პირველად 'მიადევნა თვალი' ასტეროიდს 
May 24, 2022

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი წარმატებით დააკვირდა ასტეროიდს, მნიშვნელოვანი სატესტო ეტაპზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ობსერვატორიას შეუძლია თვალყური ადევნოს ჩვენს მზის სისტემაში არსებულ ობიექტებს, რომლებიც, როგორც ჩანს, საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ.



 ვები სრულად არის გასწორებული და ხედებიც განსაცვიფრებელია 
April 29, 2022


NASA's James Webb Space Telescope can now capture sharp images of celestial objects with multiple instruments, the agency announced April 28, 2022. (Image credit: NASA/STScI)


"ნასას" დღევანდელი (28 აპრილი) განცხადების თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინსტრუმენტებისა და სარკეების გასწორების სამთვიანი პროცესი საბოლოოდ დასრულდა.
სააგენტომ გააზიარა მოპოვებული სურათების ნიმუშები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, ასახავს ხელსაწყოს მკაფიო ფოკუსს და გვთავაზობს მომავლის მომხიბვლელ ხედვას.



 ვების ინსტრუმენტები აღწევენ სუპერ-გრილ ტემპერატურას 
April 13, 2022

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) საბოლოოდ მიაღწია სუპერ ცივ ტემპერატურას.
იმის გამო, რომ ინსტრუმენტი რეაგირებს ინფრაწითელ შუქზე, რომელიც გამოიხატება სითბოს სახით, ინსტრუმენტი უნდა დარჩეს 7 გრადუს კელვინზე, რაც უდრის -266 გრადუსს. 
და რთული, ფრთხილი გაგრილების პროცესის შემდეგ, NASA-ს თანახმად, ეს ეტაპი წარმატებით მიღწეულია.



 დარჩა მხოლოდ ერთი სწორება 
April 02, 2022


An image taken by the James Webb Space Telescope during its alignment process shows galaxies and stars in the background. (Image credit: NASA/STScI)


ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შვიდსაფეხურიანი გასწორების პროცესის დასასრულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი, განაცხადა ნასამ 1-ლ აპრილს.

დარჩენილი ნაბიჯი მოითხოვს ობსერვატორიის ყველაზე სითბოსადმი მგრძნობიარე ხელსაწყოს, MIRI-ს კიდევ უფრო გაცივებას.
ეს უნდა მოხდეს მომდევნო რამდენიმე კვირაში, თქვა NASA-მ, რის შემდეგაც მისიის პერსონალს შეუძლია დაიწყოს ობსერვატორიის ინსტრუმენტების კალიბრირება.




 ევროპული ობსერვატორია GAIA თვალს ადევნებს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს 
March 16, 2022



(Image credit: ESA/Gaia/DPAC; CC BY-SA 3.0 IGO)

ევროპის ვარსკვლავების რუკების მდგენელმა კოსმოსურმა ობსერვატორია Gaia-მ მოახერხა NASA-ს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სურათის გადაღება 18 თებერვალს, როდესაც "გაია" და ვები ერთმანეთისგან დაახლოებით 1 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.






 ვების ტელესკოპი კვაზარებს შეისწავლის, კოიპერის სარტყელი 
March 06, 2022



Artist's concept of a galaxy with a brilliant quasar at its center.
(Image credit: NASA, ESA, Joseph Olmsted (STScI))



როდესაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი აგრძელებს ღრმა კოსმოსურ საორიენტაციო ტესტირებებს, მეცნიერები აგრძელებენ მეცნიერულ აღმოჩენებზე საუბარს, რომლებსაც ისინი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური ობსერვატორიის საშუალებით გააკეთებენ.





 მეცნიერება ერთი შეხედვით: ვარსკვლავთშორისი ასტეროიდები 
February 18, 2022


An artist's depiction of the interstellar object 'Oumuamua. (Image credit: NASA, ESA, Joseph Olmsted (STScI), Frank Summers (STScI))



ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინჟინრები აგრძელებენ ობსერვატორიის სეგმენტირებული ოქროს სარკის გასწორებას, მეცნიერები ემზადებიან იმ კვლევისთვის, რომელიც ტელესკოპი ამ ზაფხულს დაიწყებს - კვლევები, რომლებიც მერყეობს ჩვენი მზის სისტემიდან მის ადრეულ პერიოდამდე.




 ტელესკოპის სწორება იწყება 
February 04, 2022

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მისიის გუნდმა დაიწყო ტელესკოპის გასწორების სამთვიანი პროცესი, განაცხადეს NASA-ს ოფიციალურმა პირებმა დღეს, 3 თებერვალს




 ვების ტელესკოპი იწყებს გაღვიძებას 
January 30, 2022



პარასკევს, 28 იანვარს, NASA-ს ვების კოსმოსური ტელესკოპის მისიის მეცნიერებმა აღნიშნეს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ობსერვატორიის ექსპლუატაციაში, ახალ სახლში, ლაგრანჟის წერტილ 2-ში.




 გაეცანით ვების პირველ სამიზნეს - ვარსკვლავ HD 84406-ს 
January 29, 2022



The star HD 84406 is located in the constellation Ursa Major, near the Big Dipper. (Image credit: SkySafari)



NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებმა აირჩიეს პირველი ვარსკვლავი, რომელსზეც ისინი ახალ ობსერვატორიას მომართავენ.
ვარსკვლავი ძალიან ნაცნობ ადგილას, დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს.




 სალამი ინსტრუმენტებო! 
January 28, 2022

კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ელექტრონული განცხადების თანახმად, ვები თავისი სამეცნიერო ინსტრუმენტების ჩართვას დღეს, 28 იანვარს დაიწყებს.



 ვები "სახლშია"! 
January 25, 2022



(Image credit: NASA)

დღეს, 24 იანვარს, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი შევიდა L2-ს(ლაგრანჟის წერტილი 2) ორბიტაზე. 
ეს წერტილი მზესა და დედამიწას შორის მდებარეობს.
ვების საბოლოო დანიშნულება დედამიწიდან თითქმის მილიონი მილის (1,5 მილიონი კილომეტრის) მანძილზეა.




 დღეს დიდი დღეა, დიდი! 
January 24, 2022





შობის დღის განსაცვიფრებელი გაშვებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დღეს, 24 იანვარს L2-ის ორბიტაზე შევა, სადაც მარადიულად იქნება.



 ვების სარკე სრულად განლაგდა 
January 08, 2022



The mission operations team of NASA's James Webb Space Telescope cheers as the huge observatory unfolded its final mirror segments into place to complete its deployment on Jan. 8, 2022. (Image credit: NASA)


ოფიციალურად, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სარკე სრულად არის განლაგებული, მისი უპრეცედენტო ორკვირიანი განლაგების ფაზის უახლესი ეტაპი, რომელიც დაიწყო 25 დეკემბერს გაშვებით.





 ჯეიმს ვების სარკის სრული განლაგება დაიწყო 
January 07, 2022



An animation shows the deployment of the port side of the primary mirror of the James Webb Space Telescope. (Image credit: NASA)


NASA-ს განცხადებით, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დაიწყო მისი ოქროს პირველადი სარკის მარცხენა მხარის პანელის გახსნა.
პანელი მოიცავს ექვსკუთხა სარკის სამ სეგმენტს, რომელსაც ობსერვატორია იყენებს სინათლის აღსაქმელად.




 ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეორადი სარკე უსაფრთხოდ დაფიქსირდა 
January 05, 2022



This NASA animation shows the deployment of the James Webb Space Telescope's secondary mirror out in front of its main mirror assembly. (Image credit: NASA)


NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეორადი სარკე ახლა უსაფრთხოდ არის დაფიქსირებული, რაც აღნიშნავს დღევანდელი განლაგების ფაზის წარმატებით დასრულებას.




 დღეს დასვენების დღეა 
January 01, 2022

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის განლაგების მეთვალყურეობის ჯგუფი დღეს, 1 იანვარს, შვებულებაში გადის, ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

ობსერვატორიის მასიური მზისგან დამცავი ორი ფარის განლაგების გუშინდელ პროცედურას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე პერსონალი მოელოდა.

შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო დამღლელია: ორდღიანი პროცესი მზის უზარმაზარი ფარის ხუთი თხელი ფენის გაშლა.




 ვები მზისგან დამცავი ფარების ძელების გაშლას იწყებს 
December 31, 2021



This NASA animation shows one of the mid-booms on the James Webb Space Telescope extending out to pull the observatory's sunshield to its full width. (Image credit: NASA)





 ვები ხსნის ქსოვილს, რომელშიც მზისგან დამცავი ფარია 
December 30, 2021



NASA's James Webb Space Telescope removes the covers from its sunshield in this animation of the critical deployment step that occurred in space on Dec. 30, 2021. (Image credit: NASA








 ვები აფართოებს თავის განლაგების უნარიან ზედა კორპუსს 
December 30, 2021




An animation of the James Webb Space Telescope extending its Deployable Tower Assembly in space. (Image credit: NASA)








 კარგი ამბებია: ვებს აქვს საკმარისი საწვავი იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ემსახუროს მეცნიერებას 
December 29, 2021


The James Webb Space Telescope fires its thruster in the second of three mid-course maneuvers in this NASA graphic. (Image credit: NASA)



NASA-ს ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს შეიძლება ჰქონდეს საკმარისი საწვავი, რომ გააორმაგოს მისი მინიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გაშვების სიზუსტისა და კოსმოსური ტრაექტორიის ორი კორექტირების წყალობით.





 ვების მზისგან დამცავი ფარი იხსნება 
December 29, 2021



An animation of the James Webb Space Telescope deploying the aft pallet of its sunshield. (Image credit: NASA)



ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა წარმატებით დაასრულა მზისგან დამცავი ორივე დგარის განლაგება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მზისგან დამცავი მასიური ფარის ხუთდღიანი განლაგების პროცესში.





 ანტენის განლაგება წარმატებით დასრულდა 
December 26, 2021

კვირას, 26 დეკემბერს კოსმოსურმა ხომალდმა განალაგა და გამოსცადა ძირითადი ანტენა, რასაც დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა, ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.




 სად არის "ნასას" ჯეიმს ვების კოსმოსური ობსერვატორია? 
December 25, 2021

სულ რაღაც 7 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსში გაუშვა, ხოლო იგი ამჟამად ჩვენგან 67,800 მილის (109,110 კილომეტრი) დაშორებითაა და დანიშნულების ადგილისკენ მიიწევს: ლაგრანჟის წერტილი 2!




 ტელესკოპის ხედი ARIANE 5 რაკეტაზე ყოფნისას 
December 25, 2021



This view shows the James Webb Space Telescope folded up on its Ariane 5 rocket as it launched into space on Dec. 25, 2021. (Image credit: NASA TV)






 ჯეიმს ვების გაშვების მომენტი 
December 25, 2021


An Ariane 5 rocket carrying NASA's James Webb Space Telescope launches into the sky from Guiana Space Center in Kourou, French Guiana on Dec. 25, 2021. (Image credit: NASA TV)


NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იწყებს მისიას სამყაროში ყველაზე ადრეული სინათლის მოსაძებნად.




 30 წუთი გაშვებამდე 
December 25, 2021



The Ariane 5 rocket carrying NASA's James Webb Space Telescope stands atop Launch Pad 3 at the Guiana Space Center in Kourou, French Guiana for launch on Dec. 25, 2021. (Image credit: NASA TV)






 1 დღე გაშვებამდე 
December 24, 2021



The Ariane 5 rocket carrying the James Webb Space Telescope as seen on the launch pad in Kourou, French Guiana, the evening of Dec. 24, 2021. (Image credit: NASA/Bill Ingalls)






 ჯეიმს ვების ტელესკოპი მზადაა გაშვებისთვის 
December 09, 2021

ტელესკოპი საწყობში


მრავალი წლის განვითარებისა და მილიარდობით დოლარის შემდეგ, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თითქმის მზად არის გასაშვებად.

ვრცელი ინფორმაცია ტელესკოპის შესახებ, ნახე შემდეგ ბმულზე:







 აქ იწყება უზარმაზარი კოსმოსური ობსერვატორიის ისტორია